“რამდენიმე საათის შუალედით, ტუნისში მეორე ტერაქტი მოხდა – არის მსხვერპლი(ვიდეო)

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტუნისის დედაქალაქში რამდენიმესაათიანი შუალედით თავი აიფეთქა. ტელეკომპანია “ალ ჯაზირას” ინფორმაციით, მეორე ტერაქტის შედეგად, ერთი პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, დაშავებულებიდან 3 მშვიდობიანი მოქალაქეა, დანარჩენი კი პოლიციელები.


პირველი ტერორისტული თავდასხმა ტუნისში დღეს დილით, მოხდა. შარლ დე გოლის მთავარ გზატკეცილზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რა დროსაც ორი სამართალდამცველი დაშავდა. მეორე თავდასხმა კი ნაციონალური კონტრტერორისტული უწყების ახლოს მოხდა.
ამ დროისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები