თვითმკვლელმა ტერორისტმა ტუნისის ცენტრში თავი აიფეთქა – არიან დაშავებულები
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ტუნისის ცენტრში ბომბის აფეთქების შედეგად, პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს.
აფეთქება ტუნისის დედაქალაქში დღეს დილით შარლ დე გოლის მთავარ მაგისტრალზე მოხდა.
ინციდენტის ადგილთან ახლოსმდებარე საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მან დაინახა საპატრულო მანქანა, რომელიც საკმაოდ დაზიანებული იყო, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.