მარიამ ჯაში: არ იყო ჩემთვის საკმარისი მტკიცებულებები, რომ მიმეღო კოლეგისათვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება

„არ იყო ჩემთვის პირადად საკმარისი მამტკიცებელი, საფუძვლები, რომ მივიღო ისეთი სენსიტიური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა კოლეგისათვის იმუნიტეტის მოხსნას“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში და ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, თუ რატომ არ მისცა ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.
როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,
მან ორი პრინციპის გამო არ მისცა ხმა.
„სამართლებრივი საფუძველი უკავშირდება თავად არგუმენტაციის სიძლიერესა და იმ მოცემულობას, რომლის საფუძველზეც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეს არსებული რეგლამენტი არ გვავალდებულებს შინაარსობრივ განხილვებში შესვლას, პრაქტიკულად, ის არის უფრო პროცედურული ხასიათის, ვიდრე – შინაარსობრივი განხილვის, რომელიც გვაძლევს მტკიცებულებათა სირთულის განხილვის შესაძლებლობას. ამ მოცემულობით მივიღე გადაწყვეტილება და მივიჩნიე, რომ არ იყო ჩემთვის პირადად საკმარისი მამტკიცებელი საფუძვლები, რომ მივიღო ისეთი სენსიტიური გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა კოლეგისათვის იმუნიტეტის მოხსნას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები