9 სექტემბრის ტერაქტის აქამდე უცნობი სურათები სახლიდან გამოტანილი ნივთების ბაზრობაზე იპოვეს

9 სექტემბრის ტერაქტის ამ დრომდე უცნობი სურათები სახლიდან გამოტანილი ნივთების ბაზრობაზე იპოვეს.


ათასობით ფოტო, რომელიც ჯერ არავის არასდროს უნახავს, სახლიდან გამოტანილი ძველი ნივთების ბაზრობაზე ნაყიდ დისკების შეკვრაში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ფოტოები ერთ-ერთმა მუშამ გადაიღო, რომელიც 2001 წლის 9 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ადგილს ასუფთავებდა.


ფოტოები ექიმმა ჯონათან ბერჯესმა იპოვა. მისი თქმით, ის, რომ მან დისკიდან მასზე შენახული ინფორმაციის ჩამოწერა შეძლო, სასწაულია.
“ძირითადად, ასეთ ნივთებს ბაზრობებზე ყურადღებას არ აქცევენ. სავსებით შესაძლებელია, რომ დისკები ნაგავსაყრელზე აღმოჩენილიყო, კრებულისთვის ყურადღება რომ არ მიგვექცია”, – ამბობს ბერჯენსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები