ბურიატიის რესპუბლიკაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა – არის მსხვერპლი

ბურიატიის რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავი Ан-24 ქვემო ანგარსკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად 2 პილოტი დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის მეთაურის პრესსპიკერი, ალექსეი ფიშევი ავრცელებს.
“ბურიატიის რესპუბლიკის მთავრობა ქვემო ანგარსკის აეროპორტში სიტუაციას აკონტროლებს. იქ სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა, რა დროსაც 2 პილოტი დაიღუპა, 7-მა ადამიანმა დაზიანება მიიღო, თუმცა ყველა მგზავრი ცოცხალია. 42 ადამიანის თვითმფრინავიდან უვნებლად გამოყვანა მოხერხდა”, – ამბობს ფიშევი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დილით ქვემო ანგარსკის აეროპორტიდან ულან-უდეს მიმართულებით გარინდა. აფრენიდან მალევე ერთი ძრავი გადაიწვა და ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვების დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რა დროსაც თვითმფრინავის კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო ეკიპაჟი და მოხალისეები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები