პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
როგორც „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია შუამდგომლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.
გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები