სერგი კაპანაძე უმრავლესობას: „ნუ კაი ნიკა მელიას დაიჭერთ, მაგრამ გულში ჩაიხედეთ, ეს სიტუაციას განმუხტავს?“

„ნუ კაი ნიკა მელიას დაიჭერთ, მაგრამ გულში ჩაიხედეთ, ეს სიტუაციას განმუხტავს?“, – ამ კითხვით მიმართა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, „ერვოპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
„რას აკეთებთ, მართლა დაფიქრდით რა, კონკრეტული კითხვები არსებობს მინისტრის მიმართ, ამ საკითხის განხილვა უნდა ხალხს, ამ საკითხს არ აყენებთ საერთოდ, პირიქით გამოდიხართ და იცავთ, ახლა ისრები გადმოიტანეთ პარლამენტის წევრზე, ნუ კაი დაიჭერთ ახლა, გაქვთ ამის უმრავლესობა, ხვალ დილით შეკრიბავთ კომიტეტებს, უყრით კენჭს და მოუხსნით იმუნიტეტს და დაიჭერთ. ეს ხომ ვიცით რომ შეგიძლიათ, მაგრამ ეს არის პასუხი? გულში ჩაიხედეთ, ეს პასუხი სიტუაციას განმუხტავს? ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის მომავალი დემოკრატიული გავნითარებისთვი ეს არის სწორი ნაბიჯი?“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ და ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ხვალ გენერალურ პროკურატურაში ბრალის წარსადგენად არის დაბარებული.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.
„საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები