რომან გოცირიძემ აკაკი ზოიძეს ბოთლი მოუღერა – „ბატონო რომან, თქვენ ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და ქუჩაში როგორ მოიქცეოდით“

„გაიყვანეთ რომან გოცირიძე“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მანდატურებს.
ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძეს ბოთლი მოუღერა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე პროკურატურის მოთხოვნას მოჰყვა, რის მიხედვითაც პარლამენტს დეპუტატ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ შეატყობინა და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
ბიუროს სხდომაზე რეპლიკის სახით ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა:
“აი, ეს არის თქვენი სახე, ბატონო რომან, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით. ეს ხომ ვიხილეთ ყველამ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ემოციებითა და ადამიანების ბედით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ ცივი გონებით, ვიმოქმედებთ კანონის, კონსტიტუციის, რეგლამენტის სრული დაცვით”, – განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები