პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები უპირისპირდებიან.
აღნიშნულ საკითხს, თავდაპირველად, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავენ და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.
პარლამენტში ვარაუდობენ, რომ განხილვა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე ხვალვე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები