პესკოვი: ვერავის ავუკრძალავთ საქართველოში წასვლას, ჩვენ მხოლოდ ვაფრთხილებთ მათ

“რუსებს ვერ აუკრძალავენ საქართველოში გამგზავრებას, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ იქ მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა”, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა კრემლი აეროპორტის ავტობუსების საქართველოს საზღვართან გაშვებას.
“იმაზე საუბარი, რომ ხალხი საერთოდ შეწყვეტს საქართველოში გამგზავრებას, შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ისიც, რომ ჩვენ მათ ეს ავუკრძალოთ, ამის გაკეთებას არავინ აპირებს. ჩვენ მხოლოდ გვინდა გავაფრთხილოთ რუსები, რომ მათ სიცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრება”, – თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიმართულებით ფრენები 8 ივლისიდან შეწყდება. ამავე ბრძანების თანახმად, ტურისტულ კომპანიებს ტურების გაუქმება დაევალათ. პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრების სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები