ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი: მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაუჭირონ მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები – ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის ინიციატივას, საქართველოში 2020 წლისთვის ნულპროცენტიანი ზღვარით პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
​მათივე თქმით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის წარდგენა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ასამბლეის დიდი ხნის რეკომენდაციაა, ამიტომაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას.
„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაუჭირონ მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. ჩვენ ვიხილეთ, რომ სრულად პროპორციული სისტემის დანერგვა ხშირად გამხდარა მსხვერპლი მმართველ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობის გამო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება ამ შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები