კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილთან გუშინ გამართული შეხვედრისას გიორგი გახარიაზე საუბარი არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარესთან – ბიძინა ივანიშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც აქციის მონაწილეებს პარლამენტში შევარდნისკენ მოუწოდებდა.
„არ ყოფილა გიორგი გახარიაზე გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი. რაც შეეხება ჩემს აზრს – ჩემი აზრი არის ის, რომ აუცილებლად უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტზე შტურმისკენ, შევარდნისკენ. ცხადია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის განცხადებები, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ის პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობისკენ, გადატრიალებისკენ. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ძალის გადამეტების შემთხვევები თუ არის, უნდა დაისაჯოს ყველა ეს პირი. ცუდია, რაც მოხდა. ამ ყველაფრის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, რომ გაგრძელებულიყო მიტინგი მშვიდობიანი ფორმით და პარლამენტში შევარდნაზე მოწოდებები არ ყოფილიყო “, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები