ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0388 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8333 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი ასევე 2.7945 ლარი ღირდა.
0.0422 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2260 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1838 ლარი იყო.