მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება: რუს ტურისტს თავისი მისამართით უნდა ესმოდეს ჩვეული კეთილგანწყობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც ზახაროვა ფეისბუქში წერს, თუკი რუს ტურისტებს რაიმე სჭირდებათ, ეს არის ის, რომ საქართველოში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, რომ მათ შეხვდნენ, როგორც ძვირფას სტუმრებს.
“თუკი რუს ტურისტებს რაიმე სჭირდებათ, ეს არის ის, რომ საქართველოში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, რომ მათ შეხვდნენ, როგორც ძვირფას სტუმრებს, რომლებიც ქვეყანაში დასასვენებლად ჩავიდნენ და არ წაიკითხონ ყოველ დღე ინფორმაცია შიდაპოლიტიკური ველებისა და გვერდი უნდა აუარონ “თბილისში ხალხის დიდ თავყრილობებს”, როგორც ამას ურჩევს საქართველოს ტურიზმის სააგენტო”. ყველას, ვისაც სურს, ადგეს და ისაუბროს ისტორიულ ან პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ რუს ტურისტს თავისი მისამართით უნდა ესმოდეს ჩვეული კეთილგანწყობა “მაღალ, მაღალ მთებში”, – წერს ზახაროვა.
“სწორედ ამ ემოციებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ მოდის გულიდან (თუმცა ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ საქართველოში ეს გულიდან მოდიოდა), ტურისტები იხდიან ფულს, თუ არ აქვთ ასეთი გულწრფელი გრძნობები, ან არ არიან მზად რომ “ითამაშონ”, არავინ არავისი ვალდებული არ არის”, – დასძინა ზახაროვამ.
ცნობისთვის, Euronews-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რა არის მისი პასუხი პუტინის გადაწყვეტილებაზე. “პასუხი არის ის, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც მომხდარის გამო, არის ფსკერზე. ამ პრობლემების მოგვარება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას და ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდ გარემოზე, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში არსებობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები