ქუთაისში, 18 ივნისს, ბინის აფეთქების დროს დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, 18 ივნისს, ბინის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული – 33 წლის ქალი დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
როგორც ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი – გიორგი აბესაძე ამბობს, ქალს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. მისივე ინფორმაციით, მძიმეა აფეთქებაში ბრალდებულის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში სამი დაშავებული რჩება, მათგან ერთი აფეთქებაში ბრალდებულია, მეორე მისი დედა და 10 წლის გოგონა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები