პატრიარქმა, ქადაგების დროს, ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა

„მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენ გარშემო. ამიტო მე მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის, ის განსაკუთრებით იფარავს საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები