რუსეთის ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს: ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.
მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს “, – განაცხადა მოსკალკოვამ.
შესაბამის ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მოსკალოკოვას განცხადებით, „რუსული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ხოლო თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა”.
„რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო“, – აცხადებს მოსკალკოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები