მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს,მეუფე კალისტრატეს, ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. მას ბაგრატის ტაძრიდან გაასვენებენ.
მეუფეს რამდენიმე დღის წინ, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილი „ევექსის“ ერთ-ერთ კლინიკაში 20 ივნისს გარდაიცვალა. იგი ეპარქიას 27 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები