ბონდო მძინარაშვილი: გახარია არ უნდა გადადგეს, მას შეუძლია კრიზისული ვითარების დროს ცივი გონებით მოქმედება

გახარია არ უნდა გადადგეს, მას შეუძლია კრიზისული ვითარების დროს ცივი გონებით მოქმედება და სწორედ ამიტომაც ემტერება ნაცსექტა, იციან, სანამ მინისტრია, ვერაფერს გააწყობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი აზრით, გიორგი გახარიამ ქვეყანა სერიოზულ სისხლისღვრას და მსხვერპლს გადაარჩინა. მძინარაშვილის თქმით, სწორედ ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური სცენარი გულისხმობს სისხლიან დაპირისპირებას.

„გახარია გადადგესო, რომ მოითხოვთ, ჯერ ერთი გახარია არ უნდა გადადგეს, რადგან სერიოზულ სისხლისღვრას და მსხვერპლს სწორედ გახარიას გონიერებამ გადაგვარჩინა. მას შეუძლია კრიზისული ვითარების დროს ცივი გონებით მოქმედება და სწორედ ამიტომაც ემტერება ნაცსექტა, – იციან, სანამ გახარია მინისტრია, ვერაფერს გააწყობენ.

მაგრამ, ვთქვათ, გადადგა გახარია. ვინ უნდა დაინიშნოს მინისტრად, – ბარამიძე, რომელსაც აფრასიძეების სისხლი ჯერაც არ შეშრობია?! თუ ოქრუაშვილი, რომლის ბორდელიზაციაც ჯერაც არავის დავიწყებია?! იქნებ, მერაბიშვილი მოგენატრათ მისი “ორი გვამის” მოსურვილებით და 7 ნოემბრით, 6 მაისით და 26 მაისით?!

ნაცსექტა ცდილობს, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და კონტრდემოკრატიით მიაღწიოს რევანშისტულ მიზნებს, – კვლავაც ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება!

ვთქვათ, მოახერხეს და დაამხეს (რაც გამორიცხულია!) ივანიშვილის ხელისუფლება. ამ რევოლუციურ ტალღაზე ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, – გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულავა?! ნიკა მელია და გიგა ბოკერია?! იუსტიციის მინისტრად ადეიშვილი უნდა დაბრუნდეს და განათლების მინისტრად – ეს ბილწი გვარამია?! ზედაც, გვირგვინად, – მანიაკი სააკაშვილი?! ბაჩუკი ქარდავას, თაკო ჩარკვიანს და ნიკა მაჭუტაძეს, ჰა და ჰა, დეპუტატის სავარძელი გადმოუგდონ!..

ის დრო მოგენატრათ?! ის რეჟიმი მოგინდათ?! ასეთი მოკლე მეხსიერება გაქვთ?!

ახლა ნებისმიერი რევოლუციური სცენარი გულისხმობს სისხლიან დაპირისპირებას და სისხლის მდინარეებს! ქუჩებში დახვრეტილ ახალგაზრდებს! გაუბედურებულ ოჯახებს!

ნუთუ ყველაფერი დაივიწყეთ და მზად ხართ, ისევ ამ პათოლოგიურ ნაცსექტას ჩაუგდოთ ძალაუფლება?!

გამოფხიზლდით და მივუჩინოთ თავისი ადგილი ამ ხელისუფლებასაც და ამ გარეწარ ნაცსექტანტებსაც! ოღონდ, – 2020 წლის არჩევნებზე!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები