პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ მოთხოვნა შეუცვლელია, დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. ისინი ასევე ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას და იმ პოლიციელებია დასჯას, რომლებიც ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ.

მშვილდაძის განცხადებით, ისინი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასაც ითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები