მძღოლი, რომელიც ისანში სასიკვდილოდ დაჭრეს, თბილისი-კახეთის მიმართულებით რეისებს ასრულებდა

0

მძღოლი, რომელიც ისანში სასიკვდილოდ დაჭრეს, თბილისი-კახეთის მიმართულებით რეისებს ასრულებდა. გარდაცვლილი 63 წლის მამაკაცია.

როგორც, “კვირას” კომპანია “თბილისი მიკროავტობუსის” პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი მათ კომპანიაში არ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყების ცნობით, გამოძიება სხვა მუხლით გადაკვალიფიცირდება.

კომენტარები

კომენტარი