გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საელჩოები „ღირსების მარშის“ გადადებას მიესალმებიან

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) და ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, 7 საელჩოსთან ერთად, მიესალმება „თბილისი პრაიდის“ გადაწყვეტილებას, „ღირსების მარშის“ გადადების შესახებ. ამ საკითხზე სპეციალური განცხადება twitter-ზე და UN in Georgia-ს ვებგვერზე გავრცელდა.
„მივესალმებით „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, 2019 წლის 22 ივნისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გადადების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ლგბტ+ თემის გადაწყვეტილება გამართლებული და დასაფასებელია“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის საელჩო, აშშ-ის საელჩო, გაერთიანებული სამეფოს საელჩო, გერმანიის საელჩო, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, საფრანგეთის საელჩო და შვედეთის საელჩო საქართველოში.
„თბილისი პრაიდმა“ „ღირსების მარშის“ ჩატარება დროებით გადადო. ამის შესახებ, ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება 21 ივნისს გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები