ეკატერინე ტიკარაძემ, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, აქციაზე დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული ის მოქალაქეები ინახულა, რომლებიც დღემდე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებენ.

როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო.
მინისტრს პაციენტების მოსანახულებლად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძეც ახლდა.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში.

სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები