“ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია – თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე”

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სანდრო თოფურია დიდი რაოდენობით რუსი ტურისტების საქართველოდან გასვლის შესახებ საუბრებს პროპაგანდის ნაწილს უწოდებს. ახალგაზრდა ელჩის თქმით, სტატისტიკური მონაცემები პროპაგანდის მაჩვენებლებზე 12-ჯერ ნაკლებია.

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და ა.შ. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია – თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე.

მცირე სტატისტიკა: გადავთვალოთ – დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 130-180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ, რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე”, – აცხადებს ახალგაზრდა ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები