თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებისთვის რუსთაველის გამზირზე ბიოტუალეტები განათავსა

მიუხედავად იმისა, თბილისის მუნიციპალიტეტში აქციის მონაწილეების მხრიდან
მოთხოვნა არ შესულა, თბილისის მერიამ მოსწავლე-ახალგარდობის ეროვნული სასახლისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიოტუალეტები დადგა.
“აქციის ჩატარება კანონით დადგენილ წესსა და მხარეთა განსაზღვრულ მოვალეობებს მოიცავს. აღნიშნული აქცია ამ წესების დაცვის გარეშე იქნა ორგანიზებული და არ მომხდარა არათუ ბიოტუალეტების მოთხოვნა, არამედ მუნიციპალიტეტისთვის კანონით დადგენილი სავალდებულო შეტყობინების შემოტანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის შესახებ შეტყობინება არ ყოფილა შემოსული, თბილისის მერიამ განათავსა 10 ერთეული ბიოტუალეტი აქციის მიმდებარე ტეროტორიაზე,”- აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები