“აუცილებლად გავიმარჯვებთ – მშვიდობიანი გზებით, ძალადობის გარეშე, მშვიდად, მტკიცედ, სიტყვის ძალით, ერთობისა და მშვიდობის ძალით”

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მიტინგის ორგანიზატორების სახელით მიშა მშვილდაძემ აქციის მონაწილეების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„გვინდა სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებული ადამიანები, ასევე დაისაჯონ სადისტი პოლიცილები და გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ასევე, გვინდა მომავალი არჩევნები ჩავატაროთ პროპორციული სისტემით. 12 საათია მეტრო დაიკეტება, შესაძლოა ზოგიერთს სახლში წასვლა უნდა. 7 საათიდან მიმდინარეობს აქცია, აქამდე ჩვენ არ მივიღია ხელისუფლებისგან არანაირი პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე, ეს ნიშნავს ორ რამეს ჩვენი ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და მეორე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – მშვიდობიანი გზებით ძალადობის გარეშე, მშვიდად, მტკიცედ, სიტყვის ძალით, ერთობისა და მშვიდობის ძალით“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები