„საქართველოში ვითარების ნორმალიზება უნდა მოხდეს” – რა შემთხვევაში მოხსნის კრემლი რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე აკრძალვას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
„საქართველოში ვითარების ნორმალიზება უნდა მოხდეს, მოიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, – განაცხდა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” კრემლის საიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პუტინის განკარგულებით, მთავრობას დაევალა რომ საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.
პუტინის განკარგულებითვე, რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აეკრძალათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები