ზურაბ მელიქიშვილი: რუსეთის ინტერესია გაუბედურებული საქართველოს ხილვა და ამაში ქართულმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი

რუსეთის ინტერესია გაუბედურებული საქართველოს ხილვა და ამაში ქართულმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყო ხელი, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ,,კვირას” განუცხადა, დიდი ქვეყნები ექსპორტის შეწყვეტითა და სხვა მუქარებით ყოველთვის ცდილობენ პატარა ქვეყნების შეშინებას.

,,საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ ბოლო წლებში, ბოლო 7 წლის განმავლობაში რუსულ პოლიტიკას ატარებს, რუსეთის დოქტრინის მიმდევარია. ჩვენ მუდმივად ვეუბნებოდით, თუმცა მათი მხრიდან ისმოდა, რომ გარკვეული რიტორიკა არის შესაცვლელი და რუსეთი წამოვა დათმობაზე. დათმობაზე რუსეთი არ წამოვა არასდროს და არც წამოსულა, რადგან მას თავისი ინტერესები აქვს, მისი ინტერესებია გვერდით სუსტი, გაუბედურებული საქართველო. ამაში მაქსიმალურად ხელი შეუწყო ქართულმა ხელისუფლებამ. როცა ვამბობთ, რომ რუსული ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში ჩვენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ვგულისხმობთ, ეს ეხება იმ პოლიტიკას, რაც არის რუსეთის და რისი გამგრძელებლებიც არიან. რომ ეამებინათ რუსეთისთვის, გავრილოვიც კი, რომელსაც ქართველთა სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მოიყვანეს პარლამენტში და დასვეს სპიკერის ადგილზე. მათ უნდათ, რომ საქართველო იყოს დაჩოქებული. რუსეთს თავისი პოლიტიკა აქვს,  დიდი ქვეყანაა და ყოველთვის ცდილობს,  პატარა ქვეყნების დამორჩილებას ექსპორტის შეწყვეტით და სხვადასხვა მუქარით. ამის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა შეგევეშინდეს  და ძლიერად უნდა ვიდგეთ. ჩვენი მიმართულება უნდა იყოს ევროპისკენ, სადაც მთავარი განმსაზღვრელია პროდუქტის კონკურენცია და არა ის, როგორ მაამებლურად მოექცევი ამა თუ იმ მეზობელი თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი არა ფასადურად, არამედ ინსტიტუტებითა და დემოკრატიით,”- განაცხადა ზურა მელიქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები