თინა ბოკუჩავა: გიორგი გახარია თუ დამნაშავეებს ეძებს, სარკეში ჩაიხედოს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თუ დამნაშავეებს ეძებს, სარკეში ჩაიხედოს, რადგან შემოქმედი და ავტორია იმ ბარბაროსობის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, როცა ახალგაზრდებს თვალებს სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომის გამო თხრიდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, რომელიც გამოკითხვაზე ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა საქართველოში რეპრესიები იმის გამო მოითხოვეს, რომ ოპოზიციამ გავრილოვის პარპაში არ დაუშვა.

„ხელისუფლება თუ ღიად გადაწყვეტს, რომ პუტინის ხელისუფლების გზავნილები შეასრულოს, იმ გზას უფრო მალე დაადგება, რომელ გზაზე დადგომასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები