იტალიის საელჩო საქართველოში: მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ

საქართველოში იტალიის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა გაერთიანების დროა.

საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო “მოუწოდებს ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ”.

“ახლა გაერთიანების დროა. მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ. პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა ლიდერს, ეს რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გააჟღეროს”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა, ირაკლი კობახიძის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს დაკმაყოფილდა.

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები