სალომე სამადაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე გადასვლით იმუქრება

„თუ გუშინდელი დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი უფრო ღრმა ჩიხში შესვლას და ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლებრივ დევნას აპირებს, მასთან დაპირისპირების სხვა ფორმებზე გადავალთ, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაბარებას გამოეხმაურა.
„თუ ივანიშვილი საპირისპირო გზით სიარულს აპირებს, შესაბამისი პასუხი გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ქართული საზოგადოება ივანიშვილს საშუალებას არ მისცემს, ქვეყანაში დემოკრატია გააუქმოს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრიაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები