საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მინსკში ოფიციალური ვიზიტი პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქციის მონაწილეები და პოლიციელები მოინახულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დაშავებულები გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს ოფთალმოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები წარმატებით ჩაუტარდათ. პრეზიდენტმა მოქალაქეებზე ზრუნვისათვის განსაკუთრებული მადლობა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს გადაუხადა.