აქციის მონაწილეები გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდნენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა.
აქციის მონაწილეები მისი გამოსვლის პარალელურად აღნიშნავდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა.  ვაშაძის სიტყვით გამოსვლა, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მან გამოსვლის ადგილი დატოვა.
აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები