არჩილ თალაკვაძე: ჩემთვის მძიმეა ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებაზე ლაპარაკი

„ქართული ოცნების“ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს  პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებაზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ამ თემაზე მისი კოლეგები ისაუბრებენ და ეს საკითხი უახლოეს სხდომაზე გადაწყდება.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა საუბარი ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებაზე. ის ძალიან განათლებული, ძალიან წესიერი, თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანია. ალბათ, ახლა გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. იყო კონსულტაციები ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით და ჩვენი თანაგუნდელები ამაზე ისაუბრებენ. უახლოეს მომდევნო სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პარლამენტი შეუფერხებლად იმუშავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა უალტერნატივოა და გუნდი მას დაუჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები