პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი ვითარება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ასევე განიხილებოდა საქართველოში შექმნილი ვითარება. რუსი პარლამენტარების მიმართ ექსტრემისტული ელემენტებით პროვოცირებული რუსოფობიური პროვოკაცია შეფასებულია როგორც ძალიან საშიში გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაცემულია რეკომენდაცია, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული შესაძლო საშიშროების შესახებ, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემგზავრებიან ან იმყოფებიან საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები