გოკა გაბაშვილი: კობახიძის გადადგომა, მეტ-ნაკლებად, ადეკვატური პასუხი იქნებოდა, ეს გუშინ დილით რომ მომხდარიყო

“კობახიძის გადადგომა და ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება, მეტ-ნაკლებად, ადეკვატური პასუხი იქნებოდა, ეს გუშინ დილით რომ მომხდარიყო, სწორედ ამას ითხოვდა საზოგადოება”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, გოკა გაბაშვილი ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვების შესახებ ფაქტებს.
“კობახიძის გადადგომა და ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება, მეტ-ნაკლებად, ადეკვატური პასუხი იქნებოდა, ეს გუშინ დილით რომ მომხდარიყო, სწორედ ამას ითხოვდა საზოგადოება. მაგრამ ამ საზოგადოებას მერე რეზინის ტყვიებით გაუხსნეს ცეცხლი, მოწამლეს გაზით და იყო სასტიკი დარბევა. ამაზე პასუხი არის ახლა გახარიას გადადგომა და შემდგომ პროპორციული წესით სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის დღეს საზოგადოების მოთხოვნა და ამ მოთხოვნას უნდა გაუსწოროს თვალი ივანიშვილმა”, – აცხადებს გაბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები