“ნაცმოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.
„როგორც სოცქსელებიდან და დემონსტრაციაზე მყოფი ადამიანებიდან ვიცით, ისინი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა იმ დროს მიატოვეს, როცა მათ მიერ პროვოცირებულმა პოლიციელებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის პრობლემების შექმნა დაიწყეს. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები გაიქცნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ხელისუფლების უპასუხისმგებლო საქციელის შედეგად გამოწვეული პროტესტი საკუთარი ბინძური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ეს ორი მახინჯი ძალა მაქსიმალურად უნდა შევიწროვდეს და მათი ამომრჩევლის შემცირება მოხდეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები