უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“არჩევნებში ჩემ მონაწილეობასთან დაკავშირებით სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს გამარჯვებასთან”, – დაწერა სააკაშვილმა “ფეისბუქში” გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
შეგახსენებთ, მაისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი თხოვნა დააკმაყოფილა და მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები