როგორ მოხვდა დუმის დეპუტატი კობახიძის სკამზე – ზაქარია ქუცნაშვილის განმარტება

„პარლამენტის სპიკერატში გვერდზე აპარატს უდგას რამდენიმე სკამი, ამ სკამს უცვალეს ადგილი და სპიკერატში აღმოჩნდა ორი სკამი“, – ასე განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა კობახიძის სკამში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა.

ქუცნაშვილის თქმით, მოულოდნელად შეიცვალა მდგომარეობა და სხდომის წამყვანებიც რუსი და ბერძენი დეპუტატები იყვნენ.„შესაბამისად, როცა დავინახეთ ჩვენ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მე მივმართე გენერალურ მდივანს. ვუთხარი, ვთქვათ, მეორე სკამი ვისთვის იყო განკუთვნილი, მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ჩვენ ვწყვეტთ ორგანიზაციულ საკითხებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი არ ადასტურებს გავრილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბოდიში მოუხადა რუს დეპუტატს.
ის  ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ უზრუნველყო სერგეი გავრილოვის სპეცრეისით გამგზავრებას, თუმცა ის ადასტურებს, რომ რუსი დეპუტატი სპეცრეისით გაფრინდა.
“მეც მოვკარი ყური, რომ სპეცრეისით გაფრინდა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები