პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს

ირაკლი კობახიძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ, კანონმდებლობით, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სწორედ მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები