ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას.
საქართველოს პირველი არხის კითხვაზე – გეგმავს თუ არა მანდატის დატოვებას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ მზად არის.
ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე იღებს.
ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ, საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები