ლინკევიჩუსი: გვესმის უკმაყოფილების, თუმცა აუცილებელია, კონსტიტუცია დაიცვათ და ძალადობა თავიდან აიცილოთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პარლამენტთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ქართველებს კანონის დაცვისა და ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა ლიეტუვურ მედიას განუცხადა.
„გვესმის უკმაყოფილების, თუმცა გვსურს, მოვუწოდოთ, როგორც მთავრობას, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დაიცვან კანონი და კონსტიტუცია და თავიდან აიცილონ ძალადობა“, – განაცხდა ლინას ლინკევიჩუსმა.
დიპლომატის თქმით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოში შექმნილ ვითარებას და თბილისში თავის საელჩოსთან კონტაქტზე იმყოფება.
„როგორც გვესმის, გაკეთდა მოწოდებები პროტესტის გაგრძელებისკენ, ამიტომ, მოვუწოდებთ ხალხს, დაიცვან კანონი“, – თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები