გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, აქციაზე გააკეთებს

„რაც შეეხება სამოქმედო გეგმას – კონცენტრირებას ვახდენთ, რომ სწორად მოვახდინოთ ორგანიზება თითოეული ჩვენი ქმედებისა – დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით და ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძე ამბობს, ოპოზიციის მოთხოვნაა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, ასევე, ამასთან ერთად, ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნა.
„ქუჩებში დასდევდნენ და შუკა-შუკა იყვანდნენ ხალხს, საოცარი ძალადობრივი გამოვლინება გვაჩვენა „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ, რომელიც დროებით არის კიდევ ხელისუფლებაში. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას – კონცენტრირებას ვახდენთ, რომ სწორად მოვახდინოთ ორგანიზება თითოეული ჩვენი ქმედებისა. დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით და ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს. მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ პარტიებსა და მოთხოვნებს, რაც წაყენებული იქნა გუშინ. მოთხოვნები არის, გადადგეს კობახიძე, გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, სამარცხვინოა განცხადებები იმის შესახებ, რომ გუშინდელ აქციაზე პოლიტიკოსებმა, პოლიცია და ახალგაზრდები ერთმანეთს შეატოვეს.
„გუშინ 19:00 საათი იყო პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული და ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. მესმის აბსურდული განცხადებები, რომლებიც კეთდება. ძალიან სამარცხვინოა ვითომ ექსპერტებისა და ვითომ კონსტიტუციონალისტების, თუ ვიგინდარა ადამიანების განცხადებები, რომ, ვითომ, პოლიტიკოსებმა შეატოვეს პოლიცია და ახალგაზრდები. გრცხვენოდეთ, ასეთი განცხადებები თქვენ გხდით ფარდას და აჩენს თქვენს სახეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები