ლევან გოგიჩაიშვილი: პროვოკატორმა „ნაცმოძრაობამ“ ეს ადამიანები გამოიყენა ამ პროცესში

„მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა აქციას, იყვნენ იქ ადამიანები, მაგრამ პროვოკატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადამიანები გამოიყენა ამ პროცესში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება.
„ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ნუ დაემსგავსებით ახლა „ნაცმოძრაობას“ თითქოს, გინდათ, ანახოთ საზოგადოებას ვაჟკაცობა და რაღაცის მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, გუშინდელ აქციაზე „ნაცმოძრაობა“ პროვოკაცია სცადა და სამართალდამცველებმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ.
„დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება, ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, იმასთან დაკავშირებით რაც გუშინ ჩაიდინა, რად ღირს იმ ახალგაზრდების თვალის ჩინი – პარლამენტის თავმჯდომარე რომ იჯდეს კაბინეტში, მაგის გამო მოხდა იმ ადამიანების დასახიჩრება? ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი არის გარდაუვალი. ეს ორი სიმახინჯე რაც არის „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ – მშვიდობიანი პროტესტია მათ მიმართ გასაკეთებელი, რომ აი ეს სულდახუთულობა, რომელიც არის პოლიტიკაში ეს უნდა დამთავრდეს“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები