რუსი დეპუტატი: საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს

საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს რუსი დეპუტატების მიმართ პროვოკაციებისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა თბიისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველომ რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების მიმართ პროვოკაციისთვის. არეულობების პერიოდში საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიბებისგან თავი უნდა შევიკავოთ”, – აღნიშნა ჯაბაროვმა.
მისივე თქმით, ის “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან” საქართველოს გარიცხვის მომხრე არ არის.
„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართველი მართლმადიდებლების ინტერესები. პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრების სასიკეთოდ მოქმედებს”, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან – სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულ ფაქტს ქართველი ხალხისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
გავრილოვის გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიციის მოთხოვნით, მომხდარზე პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები