გიორგი გახარია: შსს-მ იხელმძღვანელა კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა დელეგაციის წევრი 2 დეპუტატი, რომელთაც ის დარღვეული ჰქონდათ

შსს-მ იხელმძღვანელა კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა დელეგაციის წევრი 2 დეპუტატი, რომელთაც ის დარღვეული ჰქონდათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რუსი დეპუტატების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული სამართლებრივი საფუძველი და ეს არის ოკუპაციის შესახებ კანონი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქალაქე არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე. ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო 2 დეპუტატის გვარი, რომელსაც დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა ისინი ქვეყანაში. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ ჯგუფის სიაში არ ყოფილან და სამართლებრივი საფუძველი მათი არ შემოშვების არ არსებობდა. “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები