მამუკა ბახტაძე: ბოლო რამდენიმე საათი რაც ხდება ძალადობაა, “ნაცმოძრაობა” ცდილობს საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოდან

“​ეს პროტესტი დაიწყო მშვიდობიანად, რომელიც იყო გულწრფელი და სამართლიანი, მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ვუყურებთ ესაა ძალადობა, “ნაცმოძრაობა” ცდილობს საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოდან”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ძალადობა მიუღებელია და მმართველი გუნდი ამას არასდროს შეეგუება.

“მსურს განვაცხადო, რომ რაც დღეს ვიხილეთ ესაა მიუღებელი ერისთვის, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა თავისუფლებაა. ამან თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური რეაქცია და მე ვარ სოლიდარული თითოეული მოქალაქის მიმართ.
​ეს პროტესტი დაიწყო მშვიდობიანად, რომელიც იყო გულწრფელი და სამართლიანი, მაგრამ ბოლო 2 საათის განმავლობაში რასაც ვუყურებთ ესაა ძალადობა, “ნაცმოძრაობა” ცდილობს საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოდან. მთელი 7 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს ძალა ცდილიბს დისონანსი შემოიტანოს ქვეყანაში, რაც არ გამოსდით.
​მივმართავ ახალგაზრდობას, მომავალს, ენერგიით სავსევ და სამართლიანობის მატარებელს მე ვარ თქვენს გვერდით ამ გულწრფელ პროტესტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე. საქართველოში ძალადობა მიუღებელია ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ამას არასდროს შევურიგდებით”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
​მისივე თქმით, დღევანდელ დღეს განვითარებულ მოვლენებს აუცილებლად გაეცემა პასუხი, მაგრამ მისივე შეფასებით ახლა საქმე გვაქვს პროვოკაციასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები