პარლამენტთან საქართველოში გერმანიის ელჩი მივიდა

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.
“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა.
ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები