პარლამენტთან მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს და ზოგიერთ მათგანს ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

პარლამენტის შენობაში იმყოფება შს მინისტრი გიორგი გახარია, მან რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ვინც კანონს არღვევს დაისჯება. პარლამენტში მივიდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები