სოზარ სუბარი: „რუსთავი 2“ ავრცელებს შეგნებულ ტყუილს, თითქოსდა სპეცრაზმმა მიიღო ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ

მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ჟურნალისტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დეზინფორმაციას ავრცელებს.
სობარის განცხადებით, ვრცელდება დეზინფორმაცია და ტყუილი, რომ სპეცრაზმმა მიიღო ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომაგენელი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ არ იქცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ იარაღად პროვოკაციის და არეულობის მოწყობის მცდელობაში.
„ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიით, „რუსთავი 2“ მაგალითად, პირდაპირ ავრცელებს შეგნებული ტყუილს, თითქოსდა სპეცრაზმმა მიიღო ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, რაც ასევე, ინფორმაცია მივიღე ხელისუფლებისგან და შესაბამისი უწყებისგან, რომ არის ტყუილი და დეზინფორმაცია და ერთადერთი მიზნით ვრცელდება, რომ ხალხი აღაშფოთონ და გამოიყვანონ ქუჩაში. მე მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ. პოლიცია ისევ და ისევ მოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და არანაირ ზედმეტ ძალადობას ადგილი არ ექნება და მეორე, კიდევ სხვა ტელევიზიას გაუვრცელებია ინფორმაცია, თითქოს გაზი იყო გამოყენებული და გაზი გაუშვა პოლიციამ, მე მომმართავენ შესაბამისი ორგანოებიდან ამ წუთას, რომ არანაირი გაზი არ ყოფილა გამოყენებული და ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ყველამ შეინარჩუნონ სიმშვიდე და განსაკუთრებით ჟურნალისტებს ვთხოვ ნუ იქცევიან იარაღად პროვოკატორი ნაციონალების ხელში და ნუ გადაიქცევიან მხარედ ამ არეულობის მოწყობის მცდელობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები